მედიცინის სკოლა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ნაწილი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მედიცინის სფეროს განვითარებას, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შექმნას კვლევით, სწავლებისა და პრაქტიკის ინტგრირებით. სკოლის მისწრაფებაა კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე სტუდენტებსა და პროფესორებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური მიდგომები და მუდმივად განახლებადი რესურსები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვლევითი პოტენციალის განვითარებასა და ამ პროცესში საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებას.
მედიცინის სკოლა მოიცავს 4 საგანმანათლებლო პროგრამას და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.